2024 წლის საშემოსავლო ტარიფების (income tax rate) განსხვავებები წინა წელთან შედარებით
- Dali Khokhobashvili
- Jan 12
- 2 min read
სტანდარტული ხარჯები (standard deduction), რაც ყველა ინდივიდს ავტომატურად ჩამოეწერება საგადასახადო დეკლარაციაში შემოსავლიდან, ყოველ წელს ინფლაციის და შესაბამისად და ეკონომიკური სიტუაციის მიხედვით იზრდება. 2024 წელს ის შემდეგია გადასახადის გადამხდელთა სტატუსის მიხედვით: დასაქორწინებელზე (single) $ 14,600., დაქორწინებულ წყვილზე (married filing jointly) $29,200., დაქორწინებული მაგრამ ცალკე მდგომზე(married filing separately) $ 14,600., მარტოხელა დაუქორწინებელ მშობელზე ან მარტოხელა დაუქორწინებელ ინდივიდზე რომელსაც თავისზე დამოკიდებული ოჯახის წევრი ყავს (head of household) $ 21,900.,
ეს ციფრები შარშანდელზე მაღალია, ანუ უფრო მაღალ სტანდარტულ ხარჯებს გაითვალისწინებს საგადასახადო ტარიფები, და ეს ყოველ წელს ასეა.
Itemized deduction- ხარჯებში არაფერი შეცვლილა, ანუ ისევ
1. Real Estate and state and local tax maximum deduction $ 10,000.,
2. Mortgage interest deduction $ 750,000-ზე ნაკლებ სესხის პროცენტზეა დაშვებული, მაგრამ ვისაც 1 მილიონ სესხზე მეტი ქონდა 2017 წლის 16 დეკემბრამდე, იმათთვის მილიონი სესხის პროცენტზეც იქნება პროცენტის გამოკლება შესაძლებელი.
3. სამედიცინო ხარჯები ჩამოიწერება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის აჭარბებს თქვენი adjusted gross income (AGI)-ს 7,5%. მცირე სამედიცინო თანხები, არ მოქმედებს გინდა შეგიყვანიათ და გინდა არა.
ქველმოქმედება adjusted gross income (AGI)-ს 30% ჩამოიწერება, თუ ქეშით გაკეთდა ქველმოქმედება adjusted gross income (AGI)-ს 60%-მდეა ნებადართული საგადასახადო შემოსავლით.
აღარ არის ნებადართული არავითარი ხარჯები w2 ზე მომუშავეებზე და ბოლო წლებში ისედაც აღარაა, მაგრამ 2024 წელს ვინც w2 ზე მუშაობს, ვერაფერს ჩამოწერს. ამის მიზეზი ისაა, რომ თქვენთვის ნახევარი ტარიფია, იქიდან გამომდინარე, რომ ნახევარი საც=ვალდებულო გადასახადები დამქირავებელმა გადაგიხადათ.
ხარჯების ჩამოწერაზე თვით-დასაქმებულებისთვის და ბიზნესებისთვის არაფერი შეცვლილა. ყველაფერი კვლავ , რაც ბიზნესის ხარჯია ჩამოიწერება.
პერსონალური ხარჯები არსად არ ჩამოიწერება და არც ჩამოიწერებოდა იმიტომ, რომ ისინი უკვე შესულია ზემოთ ნახსენებ ფედერალურ სტანდარტულ ხარჯებში, რაც ყველას ეკუთვნის და ამიტომ არ შეიძლება სტანდარტულში შესული ხარჯები მეორედ ჩამოწეროთ თვითდასაქმებულში, რადგან ორივე ერთიდაიგივე დეკლარაციაში იყრის თავს. ასე რომ საკუთარ ბინის ქირას არავინ არ ჩამოწერს, რადგან სადაც საჭმელს ჭამ, ბანაობ და ცხოვრობ, არანაირი ბიზნესის ხარჯი არ არის, ის პერსონალურია და სახელმწიფომ უკვე იზრუნა თქვენზე და სტანდარტულ ხარჯებში შეიყვანა.
სახლიდან მომუშავეებისთვის კვლავ ნებადართულია მხოლოდ ოფისის იმ ნაწილის ხარჯების ჩამოწერა, რასაც ექსკლუზიურად იყენებთ ბიზნესისთვის, სადაც გაქვთ კომპიუტერი, ინტერნეტი, ტელეფონი ან სხვა რაიმე ოფისის აღჭურვილობა.
ვისაც სახლი აქვს იპოთეკური სესხით, უფრო აწყობთ Itemized deduction, რაც, ანუ უფრო მეტ საგადასახადო შეღავათს მიიღებენ ამ Itemized deduction-დან ვიდრე standard deduction-დან. და ამ არჩევანის გაკეთების დროს გადამწყვეტი წლის განმავლობაში გადახდილი თანხების რაოდენობაა, ანუ ეს არჩევანი მაშინაა უკეთესი, თუ სტანდარტულ ხარჯებს გადასცდება. ამ არჩევანს აკეთებს პროგრამა როცა სწორედ მიაწვდით ციფრებს, ასე, რომ არ იდარდოთ, პროგრამას არ დაავიწყდება უკეთესი აირჩიოს თქვენთვის.
ვინც Itemized deduction ირჩევთ, არ დაგავიწყდეთ დაამატოთ, ქონების გადასახადი, რაიმე სამედიცინო ქეშით გადახდილი ხარჯი, რაიმე ქველმოქმედება თუ გაგიწევიათ.
IRA და 401(k) საპენსიო ფონდებში ჩასარიცხი თანხები, რაზეც გადასახადს არ გადაიხდით გაიზარდა IRA $ 7000 მდე და 401(k) $ 23,000 მდე.
მაქსიმუმ ეს თანხები შეგიძლიათ ჩარიცხოთ უკვე არსებულ ფონდებში (თუ გაქვთ ფონდი) და ამდენითვე შეამციროთ დაბეგვრადი შემოსავალი და შესაბამისად გადასახადიც.
ბავშვის კრედიტებზე, ბევრი არაფერი შეცვლილა. ბავშვად ითვლება 17 წლის ქვევით ასაკი და მაქსიმუმი კრედიტი 13 წლამდე ასაკიანებს ეკუთვნის, როგორც კი შეუსრულდება 13 წელი, ეს კრედიტი საგრძნობლად მცირდება და 17 წლის მერე სულ ქრება. ასე რომ ვისი შვილიც 2024 წელს 17 წლის გახდა, გაითვალისწინეთ, დიდი განსხვავება იქნება თქვენს გადასახადსა თუ რეფანდში, ასევე ვისი შვილიც 13 წელს 2024 სი გადასცდა იმათაც საგრძნობი განსხვავება გექნებათ იგივე შემოსავალზე.
არის სხვა ცვლილებებიც, მაგრამ ეს იყო უმეტესად მნიშვნელოვანი.
ყველას გისურვებთ ნაკლებ სტრესულ საგადასახადო დეკლარაციების სეზონს, და არაფერი არ დაგავიწყდეთ, მიდით მომზადებული დეკლარაციისთვის, რადგან შედეგის დიდი ნაწილი თქვენს ინფორმაციაზეა დამოკიდებული .
დალი ხოხობაშვილი, Enrolled Agent permitted to practice before IRS
წყარო:
Comments