top of page
Search

როგორ გადავუხადოთ ფედერალური პერსონალური გადასახადი ვებ-საიტიდან IRS-ს.

  • Writer: Dali Khokhobashvili
    Dali Khokhobashvili
  • Aug 2, 2024
  • 2 min read

ბევრ გადასახადის გადამხდელმა დეკლარაციასთან ერთად ვერ გადაიხადა მთლიანი გადასახადი და გადაანაწილა ყოველთვიური გადახდის კონტრაქტით.

როგორც წესი კონტრაქტს გაგზავნიდან კვირა მაინც უნდა რომ დამტკიცდეს, შემოწმდეს და მერე სახელმწიფომ დაიწყოს ჩამოჭრა თანხის. ამას დაემატება ის, რომ თუ ეს პროცესის დასრულება თვის დასაწყისში მორჩა, და თქვენ კონტრაქტში გადახდის დღე ყოველი თვის 28 გაქვთ მითითებული, კიდევ მე3 თვის ბოლომდე თანხას არ ჩამოგაჭრიან.

ზოგჯერ რატომღაც ბანკი არ რიცხავს, ზოგჯერ თანხა არ გქონდათ იმ მომენტში საკმარისი და ვერ გადაიხადეთ. ანუ მიუხედავად რა მიზეზია გადაუხდელობისა, გირჩევთ, რომ მივყვეთ ინსტრუქციას და თვითონ გააკეტოთ პირველი გადახდა, და აღარ დაელოდოთ.

რა დღეც გაქვთ მითითებული გადახდისთვის კონტრაქტში, გააკეთეთ ონლაინ გადახდა 2 კვირით მაინც ადრე ამ რიცხვზე, რომ ორჯერ არ ჩამოგეჭრათ, ანუ თუ ავტომატური გადახდა 28 ში გაქვთ მითითებული, და თქვენ 25 ში გადაიხდით იმ ვარაუდით რომ აღარ ჩამოგაჭრიან თანხას, დიდი ვარაუდით მოკლე ხანში ვერ მოესწრება აფდეითი, და უკვე თუ კონტრაქტი აწყობილია შესაძლოა მეორეც ჩამოგეჭრათ.

ყველა შემთხვევაში, გადახდილი თანხა არსად არ დაიკარგება და დღეს თუ ხვალე უკვე შემცირებულ ბალანსს ახლიდან გამოგითვლიან.

აქ გაწვდით ლინქს-ბმულს, სადაც ფედერალური გადახდა კეთდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ბმულით გადახდისას არის ის რომ ზეპირად არ ჩაწეროთ მისამართი, რადგან აქ შესასვლელი ინფორმაცია კოდირებულია სახელზე გვარზე, სოუშელზე და მისამართზე. აუცილებელია ნახოთ დეკლარაცია და თუ დეკლარაციაში ფორმა 1040 ს პირველ გვერდზე როგორც წერია ეს ინფორმაცია , სარკული გადატანა უნდა გააკეტოთ. თუ წერია დიდი ასოებით და არა პატარა, თქვენც იგივეს იმეორებთ, მაგალითად, წერია Brooklyn ("B"მხოლოდ დიდი). ან BROOKLYN (ყველა ასო დიდი), ან ქუჩის ნომერი (6e ან 6E).

წარმოიდგინეთ, რომ ეს მისამართი კი არ არის, არამედ ფაილში შესასვლელი პასვორდია სადაც დიდ ასოა, პატარა ასო, წერტილი თუ ადგილი გამოტოვებული, ყველა დეტალი უნდა დაამთხვიოთ. ამიტომ, ნუ ჩაწერთ ზეპირად მისამართს, შეხედეთ გაგზავნილ დეკლარაციას, შეცდომაც რომ იყოს დაშვებული, ის უნდა გაიმეოროთ.


აქ გაწვდით ლინქს-ბმულს, სადაც ფედერალური გადახდა კეთდება.




reason for payment------Payment plan (მონიშნეთ პირველი)

select a type----------------1040-income tax

select a year---------------2023 (ან ის წელი რომლის გადასახადის გადახდაც გინდათ)

გადახვედით შემდეგ გვერდზე

tax year for verification ----2023 (წელი რომლსაც გამოიყენებთ თქვენზე სახელმწიფო ფაილში უკვე არსებული ინფორმაციის დასადასტურებლად, უმეტესად იგივე რაც გადახდისა)

filing status------------------ აირჩიეთ ის სტატუსი რაც გქონდათ დეკლარაციაში, მაგ: single

first name------- სახელი

last name--------გვარი

confirm last name --გვარი (მეორედ)

SSN or ITN----- სოუშელი

confirm SSN or ITN-- სოუშელი (მეორედ)

date of birth- დაბადების თვე, დღე, წელი

country of residency - The United States of America

Street address--- შენობის ნომერი და ქუჩის სახელი,

P O Box--- გამოტოვეთ ( ავსებს მხოლოდ თუ გაქვთ დეკლარაციაში ფოსტის ყუთის ნომერი მისამართის მაგივრად)

City----- ქალაქი მაგალითად Brooklyn

apt/suite/unit------ აპარტამენტის ნომერი და ასო, მაგალითად , 6E

State or teritory---- შტატი, მაგალითად NY

zip code------- ზიპ კოდი

I accept the privecy act---- გაუკეთეთ მონიშვნა

ამ ყველა კითხვას უპასუხეთ და შემდეგ ეტაპზე უკვე შეგეკითხებათ რამდენი გინდა გადაიხადო და საიდან, მიუთითეთ თანხა და ბანკის routine number, account number

კიდევ ერთხელ, დაგადასტურებინებთ სისტემა სახელ გვარს და სოუშელს და იმელის მოგთხოვთ. დადასტურების შემდეგ გაგზავნეთ ინფორმაცია, შეინახეთ screenshot სურათი გადახდის დამადასტურებელი, რადგან იმეილზე არ მოგივათ ყველა დეტალი. მოგივათ იმეილიც, და მეორე დღეს თანხა ჩამოგეჭრებათ ანგარიშიდან. მაშინვე არ მოგაკლდებათ თანხა ბანკიდან, 24 საათი მაინც უნდა ზოგჯერ გადარიცხვას.

მე აქ ოფიციალური გადახდის ბმული ჩაგირთეთ რაც უნდა გამოიყენოთ გადახდისას, ამით არ შეგეშლებათ და რამე კომერციულ გვერდზე არ გადახვალთ გადასახდელად რაც ზოგჯერ საშიშია, ან ზედმეტი მომსახურების ფულს გადაგახდევინებენ. ამიტომ გამოიყენეთ ეს ბმული, მიყევით ინსტრუქციას და არავისი დახმარება არ დაგჭირდებათ.


ინფორმაცია-ინსტრუქცია მოამზადა

დალი ხოხობაშვილმა, Enrolled Agent, licenced to practice before IRS






 
 
 

Recent Posts

See All
2024 წლის საშემოსავლო ტარიფების (income tax rate) განსხვავებები წინა წელთან შედარებით

სტანდარტული ხარჯები (standard deduction), რაც ყველა ინდივიდს ავტომატურად ჩამოეწერება საგადასახადო დეკლარაციაში შემოსავლიდან, ყოველ წელს...

 
 
 

Comments


bottom of page