რჩევები პერსონალური თუ ბიზნესის კრედიტ ისტორიის და ქულების გასაუმჯობესებლად.
- Dali Khokhobashvili
- Jul 21, 2024
- 4 min read
მომიტევეთ, სტატია დიდი გამოვიდა, მაგრამ არ მინდოდა არც ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოტოვება, თუმცა კიდე უამრავი ფაქტია, რაც მე ამ სტატიაში ვერ დავტიე)
საკრედიტო ისტორიის შექმნასა და გაუმჯობესებაზე უამრავი ფაქტი ახდენს გავლენას.
რა არის უფრო მნიშვნელოვანი? რა მოქმედებს საკრედიტო ისტორიაზე? რამდენს მომცემენ ბანკს რომ მივაკითხო? მომცემენ თუ არა ბიზნეს სესხს? რამდენი ხნის ბიზნესი უნდა გქონდეთ, რომ სესხი დაგიმტკიცონ? რამდენი საკრედიტო ბარათი უნდა მქონდეს რომ ქულები ამეწიოს? რას ვაკეთებ ცუდად?, ყველაფერს ვიხდი დროულად, მაგრამ მაინც დაბალი ქულები მაქვს.
ნახეთ პასუხები თქვენს კითხვებზე.
საკრედიტო ბარათი ბიზნესია თუ პერსონალური, ერთიდაიგივე პრინციპით მუშაობს, ანუ საფუძვლები და დამსახურებები ერთიდაიგივეა.
ის აზრი, რომ უამრავი ბარათი უნდა გააკეტოთ და ეს ქულებს აგიწევთ, მცდარია, ამით ბანკებს ვერ მოატყუებთ. ზოგადი რჩევა ბარათების რაოდენობასთან დაკავშირებით- უნდა გქონდეთ იმდენი, რამდენის გასტუმრებაც შეგიძლიათ, და რამდენიც გჭირდებათ. თუ იმდენი ვალი გაქვთ, რომ პროცენტულად სულ ვალით-კრედიტით ცხოვრობთ, რაც არ უნდა დროულად იხდიდეთ მოსულ ბილს, ეს არ გიშველით.
დეკლარირებული შემოსავალი, შემოსავალი არის პირდაპირ კავშირში და არის პირველი წყარო კრედიტის გადამხდელუნარონბისა. აშკარაა, რომ თუ ადამიანს არ აქვს შემოსავალი, რა გადამხდელუნარიანობაზეა ლაპარაკი. თუ გაქვთ შემოსავალი, ის დეკლარაციაშიც უნდა იყოს ასახული. როდესაც უმცირეს შემოსავალს აჩვენებთ სახელმწიფოს და მიზერულ გადასახადს იხდით, და გაქვთ პრეტენზია, რატომ საკრედიტო ქულები არ გეწევათ ზევით, ამისი პასუხია: ჯერ ისმება კითხვა, საიდან იხდის ეს ადამიანი ბილს, რა წყაროთი? თქვენს შემოსავლის ინფორმაციაზე ბანკებს ხელი მიუწვდებათ, ასევე ბევრ ნებართვას თქვენვე აძლევთ რომ შეამოწმონ, როცა კრედიტს მიაკითხავთ. თუ შემოსავალი არ აქვს კრედიტის მსურველს და დეკლარაციაში არაფერს აჩვენებს, რით იხდის ანდ გადაიხდის ხარჯებს, ან საკრედიტო ვალდებულებებს? ერთ ბანკიდან გამოაქვს სესხი და მეორეს ვალს ამით ისტუმრებს პირამიდის პრინციპით? თუ მუშაობს ქეშზე, შემოსავალს მალავს, და საკრედიტო ვალდებულებებს ამით ისტუმრებს? ან მხოლოდ სესხით ცხოვრობს, ხარჯავს და ერთ დღესაც ვერაფერს ვეღარ გადაიხდის? თუ საკრედიტო ხაზს ქეშით აღებული ხელფასით იხდით ყოველთვიურად, რომელიც არსად ჩანს, დიდი შანსია, რომ ბანკმა დაგიკეტოთ საკრედიტო ხაზი, და არასოდეს აღარ მიგიღონ უკან არც ჩვეულებრივი ანგარიშის გახსნაზე, რადგან საგადასახადო კანონი ავალდებულებთ, დიდი გარღვევის დროს თაღლითობის, ან ფულის გათეთრების, და ან გადასახადების დამალვის ეჭვის შემთხვევაში მომხმარებელი მოიშორონ. (გარღვევა არის ის, რომ უშემოსავლო ადამიანი მაღალ კრედიტს აკეთებს და იხდის უპრობლემოდ საიდანღაც).
35% მოქმედი ფაქტებიდან არის - ვადებში გადახდების ისტორია -ყველაზე დიდ გავლენას ახდენს თქვენი დროულად გადახდის ისტორია, და საზოგადოებრივი მონაცემები თქვენს შესახებ (Public records) მიუხედავად იმისა, რომ თქვენი საცხოვრებელი რენტის გადახდის ისტორია კრედიტ ისტორიის შემქმნელ პირდაპირ კომპონენტად არაა წარმოდგენილი, თუ თქვენ არ გადაიხდით რენტას და ამის გამო სასამართლოს, ან რაიმე შემგროვებელ სააგენტოს გადაგცემენ, ის მაშინ იწყებს გამოჩენას და უარყოფით გავლენას საკრედიტო ისტორიაზე და დიდ ხანს რჩება Public records-ებში. იგივე ეხება დანარჩენ ცხოვრებისეულ ვალდებულებებსაც როგორიცაა კონმუნალური გადასახადები, ტელეფონი, და ინტერნეტი. ესენი არ მონაწილეობენ პირდაპირ მანამ, სანამ მათ იხდით დროულად. ეცადეთ რომ მოაგვაროთ ავტომატურად მინიმუმის მაინც ბილის გადახდა ავტომატურად რომ მოხდეს ყოველთვე და არასოდეს ჩაგივარდებათ გადახდის ისტორია. გასათვალისწინებელია ის საკითხი, რომ თუ თქვენ როგორც კი დახარჯავთ და მაშინვე გადაიხდით ბილს ბოლომდე, და ეს გგონიათ, რომ დისციპლინას აჩვენებს, არ არის სწორი გაგება. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი არის მშიშარა, ეშინია ვალდებულების აღების, და ამიტომ დახარჯა-გადაიხად- დახარჯა-გადაიხადა. გარდა ამისა, ბანკსაც უნდა მისცეთ საშუალება, რომ პროცენტი გააკეთოს თქვენზე, ანუ არ უნდა გადავვარდეთ არც ერთ უკიდურესობაში. თვეში ორჯერ ბილის გადახდა, უკვე საკრედიტო ქულებს დაბლა დაგიწევთ, არამც თუ აგიმაღლებთ.
30% გავლენა-გადასახდელი ვალდებულებების თანხის რაოდენობა. უნდა ეცადოთ, რომ ყოველთვიურად 30% ან 35 % ზე მეტი არ დაიტოვოთ ბალანსი მთლიანი ნასესხები თანხიდან. მაგალითად, 30 ათასიანი კრედიტ ბარათი გაქვს, და ყოველთვე დახარჯე და გადაიხადე და როცა გადაიხდი ეცადე 10 ათასზე მეტი არ დარჩეს ბალანსი (ძირი) გადასახდელი.
15 % გავლენა -საკრედიტო ისტორიის ხანგრძლივობა- რაც ხანგრძლივია ისტორია, მით უკეთესი. 6 თვე მაინცაა საჭირო რომ აშშ-ში ცხოვრებდეთ და საკრედიტო ისტორიის შეიქმნა დაიწყოს. რაც შეიძლება მალე აიღეთ პირველი საკრედიტო ბარათი. ახალი საკრედიტო ხაზები საკრედიტო ისტორიის ხანგრძლივობას ამცირებს, და უმჯობესია ძველი საკრედიტო ხაზებს გაუფრთხილდეთ ვიდრე ახალ-ახალი გახსნათ. დეკლარაციის ჩაბარება სახელმწიფოსთან აჩქარებს საკრედიტო ისტორიის თავდაპირველ შექმნას. თუ თავიდან ბანკები არ გაძლევენ სესხს იმიტომ რომ არ გაქვთ საკმარისი ისტორია შესთავაზეთ დაზღვეული სესხი, ანუ დადეთ გარანტიაში თქვენი $ 300 და გააკეთეთ $ 300 დოლარიანი ბარათი, ბანკი დაზღვეულია რომ ვერ გადაიხადოთ, იმ ფულს დაიტოვებს, მაგრამ თუ კარგად წავიდა თქვენი დისციპლინა, დაახლოებით 6 თვეში, და შეიძლება მალეც, თქვენ $ 300 უკან დაგიბრუნებენ და ბანკი გასესხებთ, და გაგიზრდიან კიდეც სესხის თანხას დამსახურებისდამიხედვით.
10 % -კრედიტების ტიპი და კომბინაცია (Credit mix)-ორნაირი ტიპის კრედიტები არსებობს: 1 ავტომატურად განახლებადი და .2. განვადებითი კრედიტი. საუკეთესო ისტორიისთვის ორივენაირი უნდა გქონდეთ. კომბინაციაში იგულისხმება ის, რომ რაც მრავალფეროვანია საკრედიტო ხაზები, და ფლობთ იპოთეკას, მანქანის სესხს, ბანკის და მაღაზიების საკრედიტო ბარათებს, მით მეტად სანდო ხართ, რადგან არ გეშინიათ სხვადასხვანაირი პასუხისმგებლობის აღების და მერე გამკლავების. მრავალფეროვანი სესხები საკრედიტო ქულებს მაღლა სწევს.
10% - საკრედიტო ისტორიაზე მოთხოვნილი შემოწმებები (Inquiries). რაც მეტად შეამოწმეთ თქვენს საკრედიტო ისტორიას სააგენტოებთან, უფრო მეტად დასწევთ მას დაბლა. ითვლება, რომ რაც მეტად გამოწმებენ მეტ საკრედიტო ხაზს ხსნით, ან უარი მიიღეთ, ანუ სულ სესხის ძებნაში ხართ და უარს გეუბნებიან. ეცადეთ უმიზეზოდ არ ამოწმოთ, და არ ამოწმებინოთ საკრედიტო ისტორია.
რა ითვლება ცუდ და კარგ კრედიტ ისტორიად? იმაზე დამოკიდებულებით თუ რომელ კრედიტ ისტორიის სისტემას ვიყენებთ, საკრედიტო ისტორიის შკალა 300 დან 850 მდე მერყეობს.
საუკეთესო/კარგი ისტორია- (Excellent/very good credit score) : 700-დან 850-მდე.კარგი საკრედიტო ისტორია Good credit score): 680 დან 699-მდესაშუალო/ OK საკრედიტო ისტორია - Average/OK credit score): 620-დან 679-მდედა ბოლოს, დაბალი საკრედიტო ისტორია-( Low credit score): 580 დან 619-მდე(საშუალო ამერიკული კრედიტ ისტორიად 682 ქულა ითვლება).
რა უნდა გააკეთოთ იმისთვის რომ გაიუმჯობესოთ საკრედიტო ისტორია. საკრედიტო ბარათის მოთხოვნამდე გქონდეთ ბალანსი ანგარიშზე რამდენიმე თვით ადრე, დაადეპოზიტეთ შემოსავალი, რომ ბანკმა დაინახოს აქტივობა, რამდენიმე თვის აქტიური ბრუნვის მერე უფრო მეტი შანსი გაქვთ მოგცენ საკრედიტო ბარათი, ვიდრე ახალ გახსნილ ანგარიშზე, ან მკვდარ ანგარიშზე, სადაც აქტივობა არ შეინიშნება და არც თანხაა • უყურეთ კრედიტ ბარათის ბალანს ფრთხილად. • ეცადეთ ბოლომდე ან ბალანსის 70 % მაინც იხადოთ ყოველ თვე, რათა დიდი გადასახდელი თანხის ძირის დატოვება მეტყველებს თქვენს დაბალ გადამხდელუნარიანობაზე (არ გაქვთ საკმარისი შემოსავალი და ნასესხები თანხით ცხოვრობთ). იხადეთ დროულად. • რისკს ნუ აიღებთ, ყველა შემოთავაზებას ნუ აიღებთ. მოკლე დროში ერთდროულად ახალი საკრედიტო ბარათების აღება უარყოფითად მოქმედებს თქვენს ისტორიაზე. • ნუ აღფრთოვანდებით მაღალი კრედიტ ისტორიით, ის შეიძლება ერთმა გადაუხდელობამ დააგდოს დაბლა, შეინარჩუნეთ სიფრთხილე. • ნუ გაგიტაცებთ ახალ-ახალი კრედიტ ხაზების გახსნა, რათა რაც მეტი გაქვთ ვალი, მით ნაკლებია გადამხდელუნარიანობა. ეს არ ნიშნავს საერთოდ უარი თქვათ საკრედიტო ხაზებზე, რადგან სააგენტოებს მოსწონთ როცა არ გეშინიათ პასუხისნგებლობის აღების და შესრულების, მაგრამ როცა უამრავ ვალდებულებას იღებთ, თქვენს დაუდევრობაზე, და საკუთარი გადახდისუანრიანობის სათანადოდ შეუფასებლობაზე მეტ ყელებს. • ნუ შეამოწმებინებთ უმიზეზოდ და ხშირად საკრედიტო ისტორიას სამ საკრედიტო სააგენტოსთან. ყოველი შემოწმება დაბლა გიწევთ ქულებს. შეამოწმეთ მაშინ როცა რამე მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ
( Credit Karma-კრედიტ კარმა სააგენტოდ არ ითვლება და ამ საიტზე შემოწმება არ ახდენს არაფერზე გავლენას). https://www.creditkarma.com/ - გააკეთეთ აქ პროფილი და შეამოწმეთ თქვენ თვითონ. ეს კომერციული ვებ- გვერდია და არაფერი დაგიშავდებათ აქ თქვენი საკრედიტო ისტორიის ნახვით. ასევე , ნუ წამოეგებით კრედიტ კარმაზე შემოთავაზებულ ყველა ბარათს, და იცოდეთ, რომ ეს სარეკლამო გვერდია უფრო მეტად, ვიდრე საინფორმაციო და ნამდვილ საკრედიტო შესაძლებლობას არ აჩვენებს. ზოგჯერ აქ მაღალი ქულა გიწერიათ, მაგრამ ბანკები არ გაძლევენ სესხს.
სტატია მოამზადა: Dali Khokhobashvili, EA, LICENCED TO PRACTICE BEFORE IRS

コメント