როგორ მოვემზადოთ 2024 წლიური დეკლარაციისთვის???
- Dali Khokhobashvili
- Jan 3
- 4 min read
იმისდა მიხედვით, გაქვთ რეგისტრირებული ბიზნესი, თუ უბრალოდ თვითდასაქმებული (1099) ხართ, ანდა დაქირავებული (w2), ოდნავ განსხვავებაა იმ პროცესში, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ დეკლარაციისთვის საგადასახადო ინფორმაცია, რათა მალე და ნაკლები სტრესით ჩავაბაროთ სახელმწიფოს წლიური დეკლარაცია.
ვისაც რეგისტრირებული ბიზნესი გაქვთ, შემოსავლის და გასავლის ინფორმაციის მომზადებისას აქცენტი გადატანილია ბიზნესზე, თუცა, საბოლოო ყურადღების ცენტრი მაინც ინდივიდია, ვინც ამ ბიზნესიდან უხდის თავის თავს ცხოვრება-არსებობის ხარჯებს, რაც უკვე აღარსად ჩამოიწერება და რაზეც გადასახადი უნდა გადაიხადოთ.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესის მფლობელებს და თვითდასაქმებულებს, გადასახადს არ იხდით მთლიან შემოსავალზე, არამედ სუფთა შემოსავალზე, რაც ბიზნესის ხარჯების მერე რჩება და ავტომატურად, თქვენი, როგორც მფლობელის ხელფასად იქცევა, და დაიბეგრება პერსონალურ დეკლარაციაში.
ვისაც გაქვთ კორპორაციები ყველა აკეთებს ორ დეკლარაციას, კორპორაციის და პერსონალურს. ვისაც არ გაქვთ კორპორაცია ისინი მხოლოდ პერსონალურს, მაგრამ ის კითხვა, რომ მე ყველაფერი კორპორაციაზე მაქვს, და პერსონალურში არაფერი მაქვს, არ არის რეალობა. რეალობა არის ის, რომ კორპორაცია თქვენ ხართ, მფლობელი, და მფლობელი არსებობს იმ თანხებით, რაც ბიზნესიდან გამოიტანეთ და პერსონალურ ხარჯებს, თუ თქვენს ოჯახს მოახმარეთ, და ეს თქვენი პერსონალური შემოსავალია თქვენივე კორპორაციის მიერ გადახდილი თქვენზე.
ნახეთ ზოგადი სია თუ რა დოკუმენტები და ინფორმაცია დაგჭირდებათ დეკლარაციისთვის.
რა მოვამზადოთ 2024 წლის საგადასახადო წლიური დეკლარაციისთვის (income tax) ???
1. ფორმა W2-თუ დაქირავებული ხართ (პერსონალური),
2. ფორმა 1099-NEC თუ კონტრაქტორი (კორპორაცია) ან თვითდასაქმებული self-employed ხართ (პერსონალური)
3. ბანკის 12 თვის ამონაწერი (statements) თუ თვითდასაქმებული ხართ და რაიმე ფორმას არ გაძლევენ წლის ბოლოს., დავაჯამოთ უმეტესად შემოსავლები, რაშიც შეცდომა არაფრით არ შეიძლება, და განსაკუთრებით მაშინ, თუ არც 1099 გაძლევენ და თანაც რამდენიმე ადგილზე იმუშავეთ. ხარჯებს გადახედეთ, მაგრამ რადგან ხარჯები შეიძლება სხვა საკრედიტო ბარათებიდანაც გქონდეთ გადახდილი, მხოლოდ ბანკის ამ ანგარიშს ვერ დაეყრდნობით ხარჯებზე, მაგრამ შემოსავალზე ის ბანკის ანგარიშის ყოველთვიური შემოსავლის ჯამი საკმარისია. დარწმუნდით რომ სხვა ანგარიში არ გაქვთ, სადაც ზოგიერთი შემოსავალიც გერიცხებოდათ და მარტო ერთ ანგარიშზეა თქვენი შემოსავალი( სე ეხება ბიზნესსაც და პერსონალურსაც).
4. ფორმა 1098-Mortgage -ვისაც მორთგიჯი-იპოთეკური სესხი გაქვთ სახლის მფლობელობაზე, ასევე ქონების გადასახადის ჯამი Real Estate Tax, რაც გადაიხადეთ წლის განმავლობაში (პერსონალურზე).
5. ფორმა 1098 -Tuition-ვინც კოლეჯის სტუდენტი ხართ ან სტუდენტი გყავთ ოჯახში, რათა საგანმანათლებლო კრედიტი ავიღოთ (პერსონალურზე).
6. ფორმა 1099-C თუ თქვენ ბანკმა კრედიტის გადახდა გაპატიათ 2024 ში, ის შემოსავალია და არ გამოგრჩეთ. დღეს თუ გამოტოვე ხვალე ჯარიმით მოგკითხავენ,
7. 1099 -R - თუ პენსიას იღებთ (პერსონალური)
8. SSA -თუ სოციალურ დახმარებას იღებთ (შეიძლება არ იყოს დაბეგვრადი, მაგრამ შეიძლება ნაწილობრივ დაიბეგროს, მაინც უნდა შევიდეს დეკლარაციაში) (პერსონალური).
9. წლიური ციფრი თუ კერძო საპენსიო ფონდში რიცხავთ თანხებს (IRA, SEP,) პერსონალურში).
10. ფორმა 1099-DIV თუ სადმე წილის მფლობელი ხართ დივიდენდის შესახებ, ან ფასიან ქაღალდებს ფლობთ და დივიდენდი ემატება (პერსონალურში)
11. ფორმა 1099- Int-თუ saving-შემნახველი საბანკო ანგარიში გაქვთ ბანკში და პროცენტი ემატება.
12. 1099- B თუ თქვენ 2024 წელს გაყიდეთ ადრე ნაყიდი, თუ 2024 წელს ნაყიდი ფასიანი ქაღალდები (სტოკები) მოგება თუ წაგება ორივე დეკლარაციაში უნდა შევიდეს (პერსონალური)
13. ფორმა 1095-A რაც მიუთითებს ფინანსებს დაფინანსებულს სახელმწიფოს მიერ და გადახდილს თქვენს მიერ ოჯახის წევრების სამედიცინო დაზღვევაზე (პერსონალურში)
14. ფორმა 1099-G, თუ უმუშევრობის დახმარებას იღებდით 2024ში.
15. ფორმა W2-G (gambling income) თუ ერთ კაზინოში 500 დოლარზე მეტი მოიგეთ. თუ მოგება გაქვთ, მოამზადეთ ციფრები წლიური წაგებისთვისაც. თუ არ მოგიგიათ, მხოლოდ წაგებას ვერ გამოიყენებთ. (პერსონალური).
16. რენტის (ქირა) შემოსავალი და ასევე ხარჯები თუ თქვენ ადგილს ან სახლს, ან მანქანას აქირავებთ. ნუ შეწუხდებით პერსონალური ქირის გადახდის ქვითრებზე, არაფერში გამოდგება თუ სახლში არ გაქვთ ოფისი.
17. მოამზადეთ ხარჯები გაწეული მცირეწლოვანი ბავშვის მოვლაში ან ბაღის წერილი მაშინ, როცა ორივე მშობელი მუშაობს, თუ ერთი მშობელი არ მუშობს, ამ ხარჯის მოთხოვნას აზრი არ აქვს (პერსონალურში)
19. სტუდენტებმა მოამზადეთ ხარჯები რომლებიც გადაიხადეთ წიგნებში, სასწავლო საგნებში, ან სხვა კოლეჯთან დაკავშირებულ საქმიანობასთან, საკვები და ყოველდღიური მგზავრობის გარდა. ამ ხარჯებზე მცირედი კრედიტი გეკუთვნით იმ შემთხვევაში მხოლოდ თუ ფორმა 1098-T მოგცათ კოლეჯმა, (თქვენი სტუდენტის ონლაინ ანგარიშში იქნება ჩატვირთული და მოძებნეთ).
20. თვითდასაქმებულებმა მოამზადეთ ყველა შესაძლო ხარჯი, რაც ბიზნესის წარმოებაში გეხმარებათ.
21. მოამზადეთ ქვითრები თუ ქველმოქმედება გააკეთეთ 2024 წელს,
22. მოამზადეთ სამსახურთან დაკავშირებული მოგზაურობის ხარჯები თუ თქვენი თანხით იმგზავრეთ (არ ითვლება მხოლოდ w2 -ს მიღებებისთვის ყოველ დილა- საღამოს სამსახურში სიარული, თუმცა 1099 მიმღეობებისთვის მგზავრობის ყველა კაპიკი ჩამოიწერება).
მოამზადეთ მანქანის ხარჯები თუ მანქანას იყენებთ თვითდასაქმებულ ბიზნესში რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ასევე მანქანის დაზღვევაც რემონტიც.
ფორმა W2- ზე მომუშავეები მანქანის ხარჯებს ვერ ჩამოწერენ, რადგან ბოლო წლებში გაზრდილი standard deduction-ით (სტანდარტული ხარჯების დიაპაზონი) უნდა დაკმაყოფილდეს, რომელიც საყოველთაოა.
ასევე თუ საქართველოში ოჯახის მოსანახულებლად გაწეულ ხარჯებს ვერ გამოიყენებთ ბიზნეს მოგზაურობის ხარჯად ვერანაირ ფორმასთან მიმართებაში.
თუ ბანკში თანხა გერიცხებათ სისტემატიურად, ან ჩეკი შეგაქვთ ვერ იტყვით რომ მეგობრები გვირიცხავენ, ეს შემოსავალია.
W-2-ზე მომუშავისთვის ბევრი ხარჯი აიკრძალა 2018 წლიდან, რაც ადრე ნებადართული იყო. სამაგიეროდ გაიზარდა სტანდარტული ხარჯები, რასაც სახელმწიფო ფორმულა გაძლევთ ნაკლები გადასახადის გადახდის საშუალებას ასე, რომ აღარც კი დაგჭირდებათ ხარჯებზე ფიქრი w2 ს მიმღებებს.
შეზღუდულია პირადი ხარჯების გამოყენება ნებისმიერი სახის შემოსავლის შესამცირებლად. მაგალითად საკვები, სარეცხი, ჰიგიენა, მანქანა (არა ბიზნესის), ცურვა, ცეკვა, ფორტეპიანო ან სხვა ინსტრუმენტი, სიმღერა, ნებისმიერი სპორტი და ბავშვების ტუტორიგში/რეპეტიტორებში გადახდილი თანხები, ასევე ფასიანი სკოლებში გადახდილი თანხები, მაშინ როცა სახელმწიფო უფასო სკოლებს გთავაზობთ.
შეზღუდულია კაზინოში წაგებული თანხის მოთხოვნა თუ მოგებაც არ გაქვთ დეკლარაციაში.
შეზღუდულია ძაღლის ან კატისთვის გადახდილი სამედიცინო ხარჯების მოთხოვნა დეკლარაციაში (მხოლოდ მაშინაა ნებადართული თუ თქვენ ძაღლს ან კატას კინოში გადაიღებენ და ამაში ჰონორარს გადაგიხდიან, ან თუ ძაღლი არის თერაპიული ძაღლი, რასაც ზოგჯერ ფსიქოლოგები უნიშნავენ ადამიანებს საჭიროებისამებრ).
მოამზადა დალი ხოხობაშვილმა პრაქტიკაზე დაყრდნობის საფუძველზე
Dali Khokhobashvili, Enrolled Agent attired to practice before IRS
(უფასო სატელეფონო კონსულტაციები ყველა ქართველი ემიგრანტისთვის 2015 წლიდან)

Comments