ფიზიკური და იურიდიული პირების Zelle და app გადარიცხვები აშშ-ში IRS-სთვის.
- Dali Khokhobashvili
- Jan 16, 2022
- 3 min read
Updated: Sep 5, 2024
აშშ საგადასახადო კანონისთვის, არ არსებობს ამ ორი ტერმინის განცალკევება, არამედ არსებობს ტერმინი გადასახადის გადამხდელი ერთეული -Entity სადაც იურიდიული და ფიზიკური პირი სინონიმებია.
უამრავმა თქვენგანმა დასვა კითხვა ციფრული აპლიკაციებით (ანუ Venmo, PayPal, Cash App and Zelle) თანხების გადარიცხვაზე ახალი ფედერალური საგადასახადო რეგულაციების შესახებ. ყველას ჰგონია, რომ მხოლოდ ბიზნესებს (იურიდიულ პირებს) ეხებათ ცვლილებები და არა ინდივიდებს (ფიზიკურ პირებს).
არის კონცეცტუალური განსხვავება იმაში რას ვგულისხმობთ ჩვენ ქართველი ემიგრანტები ამ ორ ტერმინში და რას გულისხმობს აშშ საგადასახადო დეპარტამენტები.
არის ორი მხარე იმ ვალედებულებებისა რომესლაც იურიდიული და ფიზიკური პირი წააწყდება აშშ-ში.
1. ერთი არის ლეგალური ვალდებულებები და ურთიერთობა სხვა იურდიულ თუ ფიზიკურ პირებთან: კლიენტები, ბანკი, სადაზღვევო კომპანია, მომწოდებლები, თქვენი კონტრაქტორები, დამქირავებლები, სახელმწიფოს არასაგადასახადო სხვადასხვა დეპარტამენტები და ა. შ ყველა გარდა სახელმწიფორ საგადასახადო სააგენტოებისა.
2. და მეორე საგადასახადო ვალდებულებები და ურთიერთობები რასაც წააწყდებით სახელმწიფოს საგადასახადო ფედერალურ, შტატის, თუ ლოკალურ სააგენტოებთან .
ფიზიკური და იურიდიული პირი ეს არის იურიდიული ტერმინი ( საქართველოში და სხვაგანაც გამოიყენება), რომელიც იურისდიქციაში გამოიყენება.
აშშ საგადასახადო კანონისთვის, არ არსებობს ამ ორი ტერმინის განცალკევება, არამედ არსებობს ტერმინი გადასახადის გადამხდელი ერთეული -Entity სადაც იურიდიული და ფიზიკური პირი სინონიმებია. განმარტების მიხედვით, ეს ტერმინი ყველას აერთიანებს, ინდივიდებსაც არარეგისტრირებული ბიზნესით და ბიზნესების ყველა ფორმას. Person or Entity means an individual, natural person, corporation, government or political subdivision or agency of a government, and where two or more persons act as a partnership, limited partnership, syndicate or other group. A business entity is formed to conduct business activities.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს საგადასახდოებთან ურთიერთობაში, ფიზიკური პირებიც განიხილებიან გადასახადის გადამხდელად, როგორც თვითდასაქმებული პირი (self-employed), რომელსაც არასოდეს დაურეგისტრირებია ბიზნესი და თავისი სოციალური ნომრით ეწევა ბიზნეს-საქმიანობას. როდესაც თქვენ მიიღეთ სოციალური ნომერი ან ტაქს-აიდი (Social security number or tax ID), თქვენ იმ მომენტიდან ხართ დარეგისტრირებული როგორც გადასახადის გადამხდელი რომლის შემოსავალი (თუ გაქვთ) დაიბეგრება.
ციფრული გადარიცხვების შესახებ (ანუ Venmo, PayPal, Cash App and Zelle) სახელმწიფო განმარტავს, რომ ცვლილებები არ შეეხება პერსონალურ გადარიცხვებს, რასაც უმეტესობა იგებს როგორც ფიზიკურ პირის გადარიცხვად. პერსონალური გადარიცხვა ნიშნავს არა ბიზნეს გადარიცხვას უკვე დაბეგრილი შემოსავლისა, ოჯახის წევრთან, მეგობართან, ნათესავთან სხვადასხვა პირადი მიზნებისთვის, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, და ყველა ჩვენგანი ტოვებს ამის გააზრებას: პირადი გადარიცხვები უკვე დაბეგრილ შემოსავალს ეხება, ანუ თქვენი შემოსავალი, რაზეც გადასახადს გადაიხდით წლის ბოლოს (1099), ან უკვე გადაიხადეთ (W2), სადაც გინდა გადარიცხეთ პირადი მიზნებისთვის. მაგრამ თქვენ, გნებავთ ფიზიკური პირი იყავით და გნებავთ იურიდიული, ვინც შემოსავალი მიიღეთ ბანკში ზელე თუ ვენმო, თუ ფეიფოლით, და ამაზე გადასახადს არ იხდით იქიდან გამომდინარე, რომ ვერავინ ხედავს და არც 1099 მოგსვლიათ, ვეღარ გაასაღებთ მეგობრის მიერ გადმორიცხულ თანხაში, და ვეღარც იგნორირებას გაუკეთებთ. ნებისმიერი სახით მიღებული შემოსავალი აშშ-ში ყოველთვის იბეგრებოდა და სულ ასე იყო. უბრალოდ, უამრავი ადამიანი ჩარიცხულ თანხებს მალავდა დეკლარაციაში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყველას არ ამოწმებენ. მაგრამ არიან ადამიანები (ჩემი ჩათვლით), და ბიზნესები, რომლებიც ზელეთი მიღებულ თანხებზე ყოველთვის იხდიდნენ გადასახადს. უამრავი თვითდასაქმებული წლებია ზელეთი იღებს შემოსავალს და ჩვეულებრივ ასახავს დეკლარაციაში როგორ დაბეგვრად შემოსავალს, და ამათთვის არაფერი არ შეიცვლება.
უამრავ კითხვაზე თუ როგორ დაიბეგრება ეს თანხები, პასუხი მარტივია, თანხები, რაც ბიზნესით, რამის გაყიდვით, თუ მომსახურების გამო გადაგიხადეს როგორც თქვენი მომსახურების გასამრჯელო, დაიბეგრება, და თანხები რომლებიც ბიზნეს ურთიერთობებს არ შეიცავს და უკვე დაბეგრილი ფულია ვინმე თქვენი ახლობლის, და გადმოგირიცხათ, ან გასესხათ, არ დაიბეგრება.
რა თქმა უნდა, ამ ახალ სისტემაზე გადასვლას მიჩვევა უნდა. მაგრამ იმ გადასახადის გადამხდელების პოზიციაც გავითვალისწინოთ, ვინც ყოველთვის იხდიდა ციფრული აპლიკაციებით მიღებული თანხებზე გადასახადს. აშშ შიდა შემოსავლების სამსახური ცდილობს, რომ ყველა გადასახადის გადამხდელი ერთ სტანდარტს ექვემდებარებოდეს, და არ იყოს საგადასახადო კანონისთვის თავის არიდების მიზნით გასაძრომი ხვრელები დაჩენილი თუნდაც ბანკის საშუალებით.
ფიზიკური და იურიდიული პირისთვის ციფრული აპლიკაციებით (ანუ Venmo, PayPal, Cash App and Zelle) გადარიცხვებით მიღებული და გაცემული თანხები დაიბეგრება იმ შემთხვევაში, თუ ის შემოსავალია გაწეულ სამსახურზე, თუ გაყიდულ საქონელზე. ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის მიღებულ და გაცემულ თანხები არ დაიბეგრება თუ ის უკვე დაბეგრილი თანხების გადარიცხვაა ოჯახის წევრების და ნაცნობებისთვის არა ბიზნეს-პირადი მიზნებისთვის.
.
მოამზადა დალი ხოხობაშვილმა, Enrolled Agent admitted to practice before IRS
https://www.irs.gov/businesses

コメント