მეგობრული რჩევა-ინფორმაცია ქართული ფბ ჯგუფებისთვის და მათი პასუხისმგებელი ადმინისტრატორებისთვის
- Dali Khokhobashvili
- Jul 20, 2024
- 2 min read
ამ ბოლო დროს მოიმატა ქართულ ფბ საიტებზე განცხადებებმა რომ "ფული იცვლება".
ეს განცხადებები არის დიდი ასოებით გამოკრული და თან რუპორის გამოსახულება აქვს თანდართული ძახილის ნიშნებით!!!
მე რამდენჯერმე პირადად დავურეკე განცხადების დამდებს (ადმინს) და მეგობრულად გავაფრთხილე, რომ განცხადება არალეგალურია და აეღოთ საიტიდან.
ამჯერად საჭიროდ ჩავთვალე, რომ მე გამომექვეყნებინა ინფორმაცია ამის შესახებ, თუ რა ურთიერთობა გაქვთ აშშ ვალუტის გაცვლის კანონთან, როცა ამდაგვარ განცხადებას აკეთებთ.
ზოგადად, თვითონ ადამიანებს, თუ შემორჩათ თავისი ქვეყნიდან ჩამოტანილი თანხა არა აშშ დოლარში, სრულიად ლეგალურად შეუძლიათ, რომ გადაცვლოთ თანხა ნაცნობთან.
(In the US it’s legal for private people to exchange foreign currency with each other, but if you start exchanging money as a “business” then you may have to register as a money services business) (წყარო 1.)
მაგრამ, მესამე პირი (საიტი, ფბ გვერდი), ვინც სხვადასხვა ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს ვალუტის გაცვლის განცხადებით, და ამას მრავალჯერადი სახე აქვს, ეს იქნება გასამრჯელოს ფასად თუ უფასოდ, უკვე დაეკისრება პასუხისმგებლობა ამ ფულის გადაცვლის სფეროში ლიცენზიის ქონის, რადგან ლიცენზირებული შუამავლებს აქვთ შესაბამისი ტრეინინგი და აპარატურა, აიცილონ თავიდან ფულის გათეთრების, საგადასახადოს გვერდის ავლის, და ყალბი ფული გაცვლის შემთხვევები.
ადმინისტრატორებმა დაუსვით კითხვა საკუთარ თავს: რა განცხადებაც გამოაქვეყნეთ, და გარიგება უკვე მოხდა, ვინმემ რომ სადმე ყალბი ფული გაცვალოს, თუნდაც ერთი კუპიურა, და თუნდაც უნებურად არ იცოდეს ამის შესახებ, და ეს გახდეს ცნობილი შესაბამისი ორგანოებისთვის, შეგიძლიათ დადოთ თავი იმაზე, რომ ამაზე პასუხი გექნებათ? მითუმეტეს თუ არც კი ხვდებით არავის, და არავის არ იცნობთ ვინ რა გაცვალა, უფრო მეტი სიფრთხილე მართებს ყველას, რადგან არალეგალური საქმიანობის ხელისშემწყობის პოზიციაში არ აღმოჩნდეთ.
მეორე მხრივ, ვალუტის გადაცვლას, 26 U.S. Code § 988 - Treatment of certain foreign currency transactions-ს (წყარო 2) თანახმად, მოგება ან წაგების შემთხვევაში საგადასახდო შედეგიც აქვს, რომლის უგულველყოფა ხდება ამგვარი გაცვლისას და თქვენ ხელისშემწყობად ჩაითვლებით. თუ ეს დიდი თანხაა ($ 10,000.00, ზე მეტია), ამ თანხის ბანკის გარეთ გადაცვლა, ფულის გათეთრებასთან და გადასახადების თავის არიდებასთან ასოცირდება.
ამიტომ, ვისაც პირადი წყაროებით თანხის გაცვლა უნდა ერთჯერადად, კანონი ამას არ კრძალავს, და თავისუფლად შეუძლიათ ნაცნობებს და მეგობრებში გადაცვალონ თუ ერთმანეთს ენდობიან, მაგრამ როდესაც ვებ-გვერდები, ან ფბ ჯგუფები სისტემატიურად ერთვებიან ამ საქმიანობაში, მეგობრულად გირჩევდით, რომ დაფიქრდეთ, რასთან შეიძლება მიგიყვანოთ ამ დაუფიქრებელმა ნაბიჯმა, თუ მითუმეტეს ამ განცხადებაში ვინმე გასამრჯელოს იღებს, ეს უკვე სხვა უარეს კატეგორიაში გადადის.
განმარტებისთვის, მე არ მიგულისხმია რომ ვალუტის გადაცვლა არალეგალურია ბანკის ან ვალუტის გაცვლის ლიცენზირებულ ადგილებში, არამედ ვლაპარაკობ ორი მხარის ფბ ჯგუფის განცხადებით ურთიერთ-დაკავშირებაზე, მაშინ როცა ფბ-ის
ადმინებს არანაირი კანონიერი უფლება არ აქვს ამგვარ საქმიანობის წარმოების.
ყველას ბოდიშს გიხდით, ვისაც ეს სტატია გაგაბრაზებთ, მაგრამ თავი მოვალედ ჩავთვალე გამეფრთხილებინა ჯგუფის ადმინისტრატორები, რადგან მე ვთვლი, რომ თქვენ დიდი მისია გაკისრიათ, და ეს არის ქართულ ემიგრაციის სწორი ინფორმაციით მომარაგების მისია.
ნუ დაგვავიწყდება, რომ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც კანონი უზენაესია, და ვისურვებდი, რომ თქვენი ღირსეული მისიის შესრულებისას, გაუცნობიერებლად არავინ არ დაზარალდეს კანონთან მიმართებაში.
სტატია მოამზადა დალი ხოხობაშვილმა, Enrolled Agent, licenced to practice with IRS
წყარო:

Comments