რეკომენდაციები წლის დეკლარაციაში ხარჯების შესახებ.
- Dali Khokhobashvili
- Jan 23, 2022
- 2 min read
ვინც მუშაობთ W2-ზე, თქვენ არ გეხებათ ხარჯების გამოყენება შემოსავლის შესამცირებლად, რადგან დაქირავებული ხართ და ნახევარ გადასახადს თქვენი დამქირავებელი იხდის თქვენთვის.
იმ თვითდასაქმებულებს და ასევე ბიზნესის მფლობელებს, ვინც 1099 ზე მუშაობს, შეუძლია რომ ბიზნეს ხარჯები გამოიყენოს ბიზნეს შემოსავლის შესამცირებლად და შესაბამისად გადასახადის შესამცირებლადაც. თვითდასაქმებულიც იგივე ბიზნესად ითვლება და ხარჯების ჩამოწერაში არ არის რაიმე მნიშვნელოვანი განსხვავება კორპორაცია გაქვთ, თუ სოუშელით მუშაობთ 1099-ზე. ხარჯი თუ არ გაქვთმ და არ არსებობს, ვერც იქ ჩამოწერთ, და ვერც აქ. მაგრამ ბიზნეს ხარჯი თუ გაქვთ, კორპორაციაშიც და თვითდასაქმებულის შემოსავალშიც ჩამოწერთ უპრობლემოდ.
პერსონალური ხარჯები, რაც ადამიანს წლის განმავლოვაში სჭირდება, არ აკლდება ბიზნესის შემოსავალს. მხოლოდ ის პერსონალური ხარჯები შეიძლება გამოაკლდეს ბიზნესს, რომელიც ბიზნესის გამო დამატებით მოგიწიათ. მაგალითად საჭმელი და ბინის ქირა არ ითვლება ბიზნესის ხარჯად, რადგან ბიზნესი გაქვთ თუ არ გაქვთ, ჭამა და ბინის ქირა მაინც გჭირდებათ, მაგრამ თუ იმ ხარჯებს, რახ ბიზნესამდე გქონდათ დაემატა დამატებითი საკვების ხარჯები იქიდან გამომდინარე, რომ კლიენტს ხვდებით ლანჩზე, ან თანამშრომლებს ამევთ, ან და მთელი დღე გარეთ ხართ და მეტი დოლარების გადახდა გიწევთ უკვე მზა საკვების ყიდვაში, ვიდრე ამ ბიზნესის გარეშე გადაიხდიდით, თქვენ შეგიძლოიათ ამ დამატებიტი თანხის ბიზნეს ხარჯად გატარება (და რა მთლიანის, რასაც შინ და გარეთ ხარჯავთ). ასევე ქირაც, თუ ოფისი გაქვთ სახლში, და ექსკლუზიურად ხმარობთ რაღაც გარკვეულ სფეროს ბიზნესისთვის, იმ ნაწილის შესაბამისი ქირა შეგიძლიათ ხარჯად გამოიყენოთ. ადანმიანს სადაც სძინავს და ცხოვრობს, იმ მთლიანი ქირის ბიზნესში ჩამოწერა, არ არის ნებადართული საგადასახადო კანონით, და ამის გაპროტესტება სახელმწიფოს ყოველთვის შეუძლია. გამონაკლისი, სადაც საკვების 80% ჩამოწერა შეიძლება, არის ტრაილერის მძღოლებისთვის, ვინც 24 საათი გზაზე დგას (Trucking over the road OTR) და გზაზე უხდება ჭამა და ორმაგი ფასის გადხდა საკვებში, ვიც დილთ მიდის და საღამოს სახლშია, იმათ 80% იანი შეღავათი არ ეხებათ (DOT 80%).
პირადი მანქანაის ხარჯები, რომელსაც ბიზნესში იყენებთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბიზნეს ხარჯად, მაგრამ გარკვეული პროცენტი უნდა დარჩეს გამოუყენებელი, რაც პერსონალური ხმარებისთვის იყო დახარჯული, მაგალითად, მაილიჯის 80 % ბიზნესში, და 10% პერსონალური ხმარებისთვის, uber მძღოლებისთვის, ანდაც 80/20% ან, 50/50%ზე, გააჩნია ბიზნესის ბუნებას და მანქანის მოხმარებას.
ვისაც გაქვთ კერძო საპენსიო ფონდები, ჩარიცხეთ თანხები, გადადეთ გვერდზე მომავლისთვის, და ამით დღეს მიიღებთ შეღავათს, და ასევე მომავალშიც.
ბიზნესის მფლობელებმა ეცადეთ რაც შეიძლება კარგად მოამზადოთ ხარჯების სტრუქტურა, ჩაიხედეთ გასული წლის ბანკის ანგარიშებში, საკრედიტო ბარათების ამონაწერებში, და გააკეთეთ მონახაზი მაინც. რადგან თუ არ მიიღებთ მოაწილეობას დეკლარაციის გაკეთებაში, მოგვიანებით, შემოწმების შემთხვევაში, თავს ვერ გაიმართლებთ, არ ვიცი რა ხარჯი ჩამიწერესო, რადგან სახელმწიფოს წინაშე, ბიზნესის მფლობელია პასუხისმგებელი. გარდა ამისა, რაც მეტად მომზადებული მიაწვდით ინფორმაციას დეკლარაციაზე, მით უფრო მალე და იაფი დაგიჯდებათ პროცესი. ასევე, თქვენი ბიზნესი და ხარჯები, თქვენზე კარგად არავინ არ იცის.
მოaმზადა დალი ხოხობაშვილმა, Enrolled agent, authorized to practice before IRS.

Commentaires